
_edited.jpg)

როგორ ვმუშაობ



გასაუბრების და კითხვარის საშუალებით ვაგროვებ მნი შვნელოვან ინფორმაციას. ისტორია, მიზნები, შესაძლებლობები და ა.შ.
1. გაცნობა
მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, ვადგენ სრული ერთი თვის კვების პროგრამას.
2. კვების პროგრამა
გამოცდილების და ხელმისაწვდომი აღჭურვილობის მიხედვით, ვადგენ ვარჯიშის პროგრამას.
3. ვარჯიშის პროგრამა
შედეგის გადამოწმების და გასაუბრების შემდეგ, კვების & ვარჯიშის პროგრამებში შემაქვს ცვლილებები.
4. გაუმჯობესება
ჩემს შესახებ
მე ვეხმარები დაკავებულ ადამიანებს, მიიღონ სასურველი სხეული მეცნიერებაზე დაფუძნებული კვებისა და ვარჯიშის გამოყენებით.
მე მოგაწვდით თქვენზე მორგებულ გეგმას, რომლის შესრულებასაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებთ.
ჩემმა კლიენტებმა ყოველგვარი გამოცდილების გარეშე შეძლეს თავიანთი სხეულის ტრანსფორმირება, რაც ამტკიცებს, რომ მეცნიერებაზე დაფუძნებული მეთოდი ნამდვილად მუშაობს.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივხვდე მჭირდება თუ არა მწვრთნელი?
დამოუკიდებლად თუ გიცდიათ ფორმაში ჩადგომა და შედეგი ვერ მიიღეთ ან ახლა აპირებთ დაწყებას და მზად ხართ თქვენს ჯანმრთელობაში ინვესტირებისთვის მაშინ დაჯავშნეთ კონსულტაცია. თუ არ ხართ მზად ინვესტირებისთვის მაშინ გთხოვთ არ დაჯავშნოთ.
რა აზრი აქვს პირადი მწვრთნელის ყოლას?
რა აკავშირებთ უმაღლესი დონის სპორტსმენებს, ბოდიბილდერებს, მოდელებს და მსახიობებს, რომლებსაც სხვადასხვა როლისთვის ფორმაში ჩადგომა სჭირდებათ?
მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უმეტესობამ, განსაკუთრებით სპორტსმენებმა, ნაწილობრივ უკვე იციან, რა არის საჭირო ფორმის გასაუმჯობესებლად, მათ მაინც ჰყავთ პერსონალური ფიზმომზადების მწვრთნელები.
ეს იმიტომაა, რომ მწვრთნელი გეხმარება ობიექტურობის შენარჩუნებაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მაშინ, როცა ამის დამოუკიდებლად გაკეთება რთულია.
დამწყებისთვის მწვრთნელის საჭიროება ალბათ ყველასთვის ცხადია: როცა არაფერი იცი, ისეთი ადამიანი გჭირდება, ვინც იგივე გზა უკვე გაიარა და შეუძლია შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროს.
მაგრამ ხშირად გამოცდილი ადამიანებიც უფრო მეტ ღირებულებას იღებენ მწვრთნელისგან, ვიდრე ბევრს ჰგონია.
ზუსტად ეს ესმით ჩვენი დროის წარმატებულ ადამიანებს, და ამიტომ ირჩევენ დახმარებას დამოუკიდებლად ვარჯიშის ნაცვლად.
რამდენი დრო დამჭირდება ამ ყველაფრისთვის, დიდი დრო არ მაქვს?
გეგმის შედგენის დროს მთავარი ფაქტორები რომლებსაც ვითვალისწინებ თავისუფალი დრო, გამოცდილება და მიზანია. რა თქმა უნდა ბოდიბილდინგის შეჯიბრისთვის თუ ემზადებით შედარებით მეტი დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო. მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის ვარჯიში და სწორი კვება დიდ დროს არ მოითხოვს.
მნიშვნელობა არ აქვს სავარჯიშოდ კვირაში 6 საათი გაქვთ თუ მხოლოდ 2 საათი, პროგრამა ისე იქნება ორგანიზებული, რომ დროის უკმარისობა პრობლემა არ იქნება.
როგორი შედეგი შეიძლება მივიღო?
შედეგები ყველასთვის განსხვავებულია და ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა გენეტიკა, ვარჯიშის გამოცდილება, მოტივაცია და ასე შემდეგ.
განსაკუთრებული გენეტიკის მქონე კლიენტებიც მყოლია, რომლებსაც მოკლე დროში დიდი პროგრესი აქვთ და პირიქითაც, მაგრამ გენეტიკასთან ერთად მოტივაციაც დიდ როლს თამაშობს.
იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა კლიენტმა სამსახიობო როლისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვეში
18 კილოგრამი დაიკლო. ამ შემთხვევაში პროგრესის სიჩქარეზე მოტივაციამ და დისციპლინამ ძალიან დიდი გავლენა იქონია.
ყოველი შემთხვევისთვის გეგმა, რომელსაც ჩემგან მიიღებთ მაქსიმალურ შედეგზე იქნება გათვლილი, ხოლო დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
პირველი კონსულტაცია უფასოა?
დიახ პირველი 30 წუთიანი კონსულტაცია უფასოა.
მწვრთნელობის პაკეტები
ფუნდამენტი
-
საწყისი გასაუბრებები✓
-
ვარჯიშის პროგრამა✓
-
დემონსტრაციის ვიდეოები✓
-
კვების პროგრამა✓
-
საყიდლების სია✕
-
პერსონალიზებული რეცეფტები✕
-
ყოველკვირეული 30წთ გასაუბრება✓
-
ყოველდღიური ტექსტ მხარდაჭერა✕
-
ვარჯიშის ვიდეოების განხილვა✕
225₾
პროგრესი
-
საწყისი გასაუბრებები✓
-
ვარჯიშის პროგრამა✓
-
დემონსტრაციის ვიდეოები✓
-
კვების პროგრამა✓
-
საყიდლების სია✓
-
10 პერსონალიზებული რეცეფტი✓
-
2 ყოველკვირეული გასაუბრება✓
-
ყოველდღიური ტექსტ მხარდაჭერა✕
-
ვარჯიშის ვიდეოების განხილვა✕
349₾
_edited.jpg)

_edited.jpg)
_edited.jpg)


.jpg)
.jpg)






.jpg)
_edited.jpg)

_edited.jpg)

_edited.jpg)
_edited.jpg)

_edited.jpg)
_edited.jpg)
_edited.jpg)
_edited.jpg)